რეზონანსი
26.04.2025

კარგი შეხვედრა იყო. ბევრი ვისაუბრეთ პირისპირ. ვიმედოვნებთ, რომ ყველა განხილულ საკითხზე შედეგს მივაღწევთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას. ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს ვატიკანში გაიმართა, სადაც ისინი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×