რეზონანსი
18.04.2025

არემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო ბოჟაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან აპრილში 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა.

„ეს იმ ფონზე როცა იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეწყდა დაფინანსება usaid-ის, ned-ის და ახლა სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა აიღეს ეს ფუნქციები, თუმცა ჯიუტად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ელენე ხოშტარია დაფინანსებას და სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ოპოზიციას გარედან დაფინანსება და გარედან მხარდაჭერა, რაზეც რა თქმა უნდა საზოგადოება შესაბამის დასკვნის გააკეთებს. რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×