რეზონანსი
17.04.2025

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა გუშინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა:

"თავშესაფრის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ნაგერვაძეების ოჯახს, სოსოს უეცარი დაკარგვის გამო.

არაერთხელ გავაფრთხილეთ, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო, მაგრამ არ დაგვიჯერა და აი, ტრაგიკული შედეგიც დადგა.

სამწუხაროდ, ეს კადრები ბოლო “ტრიუკი” იყო მისთვის. ვარდნის შედეგად თავზე მიღებული მძიმე ტრავმებით დაბრუნდა მშობლიურ ბენზეში, მაგრამ...“ – ეწერა სამძიმრის წერილში.

მოგვიანებით, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარმა დაწერა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც ირკვევა, სოსო ნაგვერვაძემ წინმსწრებით ერთი თვის ხელფასი მოითხოვა, ასევე თანამშრომლებს ესესხა თანხა, თავშესაფარის სალაროდან აიღო ძაღლების საკვების საყიდელი თანხა 1400 ლარი და მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. მოგვიანდებით კი მისმა უცნობმა მეგობარ დარეკა და თანამშრომლებს შეატყობინა რომ სოსო გარდაცვლილი იყო.

"მეგობრებო, ცხოველთა დამცველებო და მოყვარულებო, მოერიდეთ ამ ახალგაზრდა კაცს. შემოდის ნდობაში, ვითომ უყვარს ძაღლები და მისთვის ხელსაყრელ დროს კადრულობს უკადრებელს. ოთხი თვე იმუშავა თავშესაფარში. კეთილმოწყობილი ოთახი: ინტერნეტით, ტელევიზორით, მაცივარით, მიკროტალღურით, სარეცხი მანქანით, სველი წერტილი, გათბობა-კონდიციონერით, აბაზანით მივეცით, სადაც მარტო ცხოვრობდა. თამაზიმ ახალი მობილური (სამსუნგი) აჩუქა. ხელფასი ჰქონდა თვეში 2200 ლარი. 

გუშინდელი პოსტი და გავრცელებული ვიდეო ბევრმა ნახეთ. ჩვენი გვერდის საშუალებით გულით მივუსამძიმრეთ ოჯახს, რადგან სხვა კომუნიკაცია არ ვიცოდით. კვირას ვაპირებდით ბათუმში გასვენებაში წასვლას, მაგრამ... თურმე სოსო ჯანმრთელია. აი, რა იკადრა ამ წვრილმანმა თაღლითმა. ხიდიდან გადმოვარდიო და ვერ ვარ კარგადო. სახლში წავალ, ბენზეშიო, ცოტას დავისვენებ და დავბრუნდებიო. წინმსწრებით ერთი თვის ხელფასი გვთხოვა, მივეცით. თურმე სხვა თანამშრომლებისაგანაც აუღია ვალად თანხები, ჯამში 1600 ლარი, თავშესაფარის სალაროდან აიღო ძაღლების კორმის საყიდელი თანხა 1400 ლარი და სოსოია აორთქლდა. 

დავიწყეთ მოკითხვა და ძებნა. ყველა ჩვენი მობილური დაბლოკა. ბათუმში მისი ოჯახის არც მისამართი და არც ტელეფონი არ გვქონდა. გუშინ დაგვირეკა უცნობმა, მეგობარი ვარო და გვითხრა სოსო გარდაიცვალაო. კვირას არის დაკრძალვაო. აი, ეს არის მოკლე ამბავი წვრილმანი თაღლითი სოსო ნაგერვაძისა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×