რეზონანსი
17.04.2025

სტივ უიტკოფი რუსულ ნარატივებს ავრცელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი "სამშვიდობო შეთანხმებაში" უკრაინული ტერიტორიების შესაძლო ჩართვის შესახებ განცხადებებით რუსულ ნარატივებს ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს არ აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად და ეს პოზიცია არ შეცვლილა.

"ვთვლი, რომ ბატონმა უიტკფომა საკუთარი თავისთვის რუსული მხარის სტრატეგია მიიღო. ვთვლი, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან ის - გააზრებულად თუ გაუაზრებლად, არ ვიცი - რუსულ ნარატივებს ავრცელებს," - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ტრამპის წარმომადგენელს მანდატი არ გააჩნია "უკრაინული ტერიტორიების განხილვისთვის", რომლებიც უკრაინელ ერს ეკუთვნის.

"ამიტომ საერთოდ არ მესმის, ის რაზე საუბრობს. ყველამ ეს, როგორც ბატონი პუტინის ბოდვა მოვისმინეთ. ეს მეგონა, რომ მას შესაბამისი ხალხი ჰყავს, რომლებიც აგრძელებენ ამ ნარატივების ცივილიზებულ ქვეყნებში გავრცელებას. ამიტომ სერიოზულად ამას არ ვუყურებ," - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში უკრაინულ დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, სადაც ასევე იქნება ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×