რეზონანსი
17.04.2025

პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ, პროცესი განახლდა.

საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.

როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ნიკა გვარამიამ შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს ახალი დანაშაული ან მიიმალოს.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×