რეზონანსი
26.03.2025

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ რეჟიმმა "ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ "მკაცრი ზომები გამოიყენოს".

დეკანოიძე აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი სახის თანამშრომლობა და თუნდაც გამოცხადება წულუკიანის კომისიაში.

რეჟიმი და ასეთი დიქტატორები ძალიან ბრტყლად აზროვნებენ. მისთვის, თუ ადამიანი არის დაბრკოლება, თუ კონკრეტულად ოპოზიციონერი თუ ლიდერი ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი მოიშოროს. მე არ გამოვრიცხავ, არც იმას რომ მათ (ხაზარაძე- ჯაფარიძე) წინააღმდეგ მკაცრი ზომები იყოს გამოყენებული, არაფერს არ გამოვრიცხავ. ჩემთვის პირადად მიუღებელია, ნებისმიერი სახის თანამშრომლობა და თუნდაც გამოცხადება ასეთ კომისიებში, იმიტომ რომ ეს გარდა იმისა, რომ პროპაგანდისტულად ხელს უწყობს რეჟიმს, ეს არის ლეგიტიმაციის მარცვალი, რომელსაც უგდებ წულუკიანს", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას გუშინ მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ხაზარაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ოპოზიციონერი ლიდერი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. 

პროკურატურიდან ზარს ელოდება ბადრი ჯაფარიძეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×