რეზონანსი
26.03.2025

გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩადიხარ, როდესაც არ მიდიხარ კომისიაზე, მეორე ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ე.ი. შენ არ გაქვს პასუხები იმ კითხვებზე, რაც იმ ხალხმა დასვა, - განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, გამოდის, რომ აღიარებენ ზუსტად იმ ბრალეულობებს, რაც მათ მიმართ არის.

„გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩადიხარ, როდესაც არ მიდიხარ კომისიაზე, მეორე ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ე.ი. შენ არ გაქვს პასუხები იმ კითხვებზე, რაც იმ ხალხმა დასვა. გამოდის, რომ შენ აღიარებ ზუსტად იმ ბრალეულობებს, რაც არის შენს მიმართ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ხაზარაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მისი დაკავება უნდათ“ და მზადაა, მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×