რეზონანსი
26.03.2025

წულუკიანის საგამოძიებო კომისიას ორი მიზანი აქვს: პირველი, დადგან შოუ და მეორე მიზანი, მოახდინონ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა - ამის შესახებ პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა,  ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა წულუკიანის კომისიას დემარში გამოუცხადა. 

"მაგ კომისიას სხვა შინაარსი არ აქვს. ორი მიზანი აქვს: ერთი ეს არის შოუ დადგან ახლა, რომ ამ ბევრი ბევრი წლების წინანდელი ამბები გააცოხლონ ადამიანების მეხსიერებაში და დაარწმუნონ, რომ თვითონ ვითომ კარგი ხალხი არიან. ეს შოუს ელემენტია და ცხადია, სწორი გადაწყვეტილება მიიღო მამუკამ, რომ ამაში არ იღებს მონაწილეობას და მეორე არის ზეწოლის მექანიზმი პოლიტიკურ ოპონენტებზე. 

დაიბარონ მაშინ ივანიშვილი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი ერთი პერიოდი და ჯერ იმას გამოკითხონ. დაიბარონ აგერ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ნახევარი პროკურატურა დაიბარონ, რომლებიც ნაცების დროს, ნაცების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ საქმეებს მართავდნენ, რა საქმეების გამოც ახლა ვიღაცებს ეძახიან.- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე "ტვ პირველთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×