რეზონანსი
26.03.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლება ჩაატარა.

სწავლების მიზანს, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა წარმოადგენდა. 

სწავლების პროცესში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი მოხალისეები.

აღნიშნულის ფარგლებში,  ადგილობრივი  თვითმმართველობის წევრებისთვის და მოსახლეობისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლებების ჩატარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×