რეზონანსი
26.03.2025

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით, კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ არქიტექტურის სამსახურის უფროსს დაავალა, რომ დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, რათა საკონკურსო წინადადებები მიიღონ.

„თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული. ამიტომ, მათ შესაცვლელად, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ შესაბამისი კონკურსი. მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

მინდა, დავავალო არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს, დაიწყეთ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, პირობები ჩამოაყალიბეთ და როდესაც უკვე მზად იქნებით, საზოგადოებას წარუდგინეთ კონკურსის წესები. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, მიიღოს მონაწილეობა", - აღნიშნა კახა კალაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×