რეზონანსი
26.03.2025

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში. მთაწ­მინ­დის პარ­კის პარ­კინგთან არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა ჩა­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი კი და­შავ­და.

დაღუპ­ლია 30 წლის რუს­თა­ვე­ლი ახალ­გაზ­რდა, ლე­ვან დვა­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­გობ­რე­ბი ფო­ტო­ებს იღებ­დნენ, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ამ შე­ნო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქა­ლა­ქის ხე­დის გა­და­სა­ღე­ბად შე­დი­ოდ­ნენ.

მომხდარის შესახებ „პალიტრავიდეო"-ს ერთ-ერთ დაშავებულის ახლობელმა უამბო, თუმცა სატელევიზო ინტერვიუზე უარი გვითხრა.

„დაშავებული ჩვენი ოჯახის ახლობელია. რუსთავლები არიან, სასეირნოდ იყვნენ ასულები მთაწმინდაზე. შემთხვევა წამებში მოხდა. ორი ბიჭი ბეწვზეა გადარჩენილი, ჩვენც შოკში ვართ. ის ადგილი ტურისტებით იყო სავსე.

ერთი საერთოდ დალეწილია, ვერ ვტოკდებოდიო, რომ წამოვდექი ფეხები არ დამემორჩილაო. მუხლებიდან არის ამოვარდნილი. ვინც გარდაიცვალა მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა. იქვე მყოფებმა გამოძახეს სასწრაფო დაგადაიყვენეს ინგოროყვას კლინიკაში", - გვეუბნება ახლობელი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამბობენ, რომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×