რეზონანსი
26.03.2025

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი არსებობს თუ რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. რომ სამწუხაროდ არ გაკეთდა არაფერი, რათა ეს ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები გამოდგება სწორედ იმისთვის, რომ დადასტურდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×