რეზონანსი
24.03.2025

გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები", ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დაახლოებით სამი თვეა, ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა", - წერს გერმანიის საგარეო უწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×