რეზონანსი
24.03.2025

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდება, რადგან დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნება მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობის გაბანკროტებაა.

ქადაგიშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ეგონა, პარლამენტში არშესვლით რევოლუციურ მუხტს გაზრდიდნენ და გადატრიალებას მოაწყობდნენ, რაც არ გამოუვიდათ.

„რადიკალური ოპოზიცია თანმიმდევრულად თვითლიკვიდაციის გზაზე დგას და ეს გზა თავად მათი და მათი პატრონების არჩევანია. საკუთარი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე უარი თქვეს, პარლამენტში არ შემოვიდნენ და ეგონათ, რომ ამით რევოლუციურ მუხტს ისე გაზრდიდნენ, რომ რევოლუციას, გადატრიალებას მოაწყობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ. ბუნებრივია, ახლა უჭირთ თქმა, რომ ისევ კონსტიტუციურ და დემოკრატიულ პროცესში უნდა ჩაერთონ, რადგან ისინი რევოლუციური პროცესის იმედად იყვნენ დარჩენილი და ახლა ბოლო ფერმკრთალ იდეას ეკიდებიან. მათ გაუჭირდებათ, რადგან მთელი თავიანთი პოლიტიკური საქმიანობის გაბანკროტებაა, რომ ისევ კონსტიტუციურ და დემოკრატიულ ჩარჩოს დაუბრუნდნენ. არჩევნებში მონაწილეობას სხვა ძალები მიიღებენ და ეს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×