რეზონანსი
23.03.2025

„მედიის ადვოკატირების კოალიცია" მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, რომლებიც "ქართული ოცნებისადმი" ლოიალობით გამოირჩევიან. ამის შესახებ „მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღინიშნება, რომ საგანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურისადმი, რომ მან პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების საქმე შეისწავლოს, მათი კრიტიკული განცხადებების გამო.

„ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×