რეზონანსი
23.03.2025

ჩვენი ნაკრები კიდევ გაიზარდა და აშკარად ჩანს, რომ ჩვენ სხვა დონეზე უნდა ვითამაშოთ. მე ვთვლი, რომ მოკლე ხანში პრეტენზია ექნება ჩვენ ნაკრებს, რომ „ა“ ჯგუფში ითამაშოს, - განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ „ქრონიკასთან“.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ნაკრები წარმატებულად იასპარეზებდა ამ თამაშებში მაგრამ, აშკარად დიდი განსხვავება დავინახე მე პირადად, ჩვენი ნაკრების ყველა კომპონენტში. მიუხედავად იმისა, რომ სქემა შეიცვალა, ფაქტია, რომ ფეხბურთელები ძალიან სერიოზულად მიუდგნენ და ფაქტობრივად არანაირი შანსი არ ჰქონდა მეტოქეს. ჩვენი ნაკრები კიდევ გაიზარდა და აშკარად ჩანს, რომ ჩვენ სხვა დონეზე უნდა ვითამაშოთ. მე ვთვლი, რომ მოკლე ხანში პრეტენზია ექნება ჩვენ ნაკრებს, რომ ა ჯგუფში ითამაშოს. რაც ყველაზე მთავარია, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ - ეს არის ყველას ოცნება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდს ეს შეუძლია“, - აღნიშნა ცხადაძემ.

საქართველოს ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზეა დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×