რეზონანსი
22.03.2025

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი თვლის, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია და ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია, - განაცხადა უიტკოფმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე იქნება თუ არა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები, უიტკოფმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით. დიახ, ისინი ამის თაობაზე შეთანხმდნენ. უკრაინაში არჩევნები იქნება. მე ვფიქრობ, რომ ზელენსკი ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია. ის ძალზედ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ის ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგაა, და ის ასევე ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგაა, რომელსაც ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე მას, ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომ მას გაანადგურებენ. ახლა მისთვის საუკეთესო დროა გარიგების დასადებად. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო გარიგება შესთავაზოს, რომელიც მას ოდესმე მიუღია", - განაცხადა უიტკოფმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×