რეზონანსი
22.03.2025

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტი, კირსტი კოვენტრი წინააღმდეგია, რომ ქვეყნებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სამხედრო კონფლიქტების გამო აუკრძალონ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

კითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა იმას, რომ ქვეყნებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სამხედრო კონფლიქტების გამო აუკრძალონ, კოვენტრიმ უპასუხა:

„ვეწინააღმდეგები, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ თითოეული სიტუაცია. რაც მინდა გავაკეთო არის სამუშაო ჯგუფის შექმნა, სადაც სამუშაო ჯგუფი შეეცდება ჩამოაყალიბოს გარკვეული პოლიტიკა და სახელმძღვანელო ჩარჩო, რომელიც ჩვენ, როგორც მოძრაობას შეგვიძლია გამოვიყენოთ გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა რუსეთი 2026 წლის ზამთრის თამაშებზე, კოვენტრიმ თქვა: „ამას განვიხილავთ სამუშაო ჯგუფთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×