რეზონანსი
22.03.2025

მე ვფიქრობ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა აღიარეს, რომ უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა ვერ გახდება, - განაცხადა ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა.

„რაც შეეხება ნატოს, მე ვფიქრობ, რომ ზელენსკიმ და მისმა მარჯვენა ხელმა ერმაკმა, აღიარეს, რომ ისინი [უკრაინა] ნატოში ვერ გაწევრიანდებიან“, - აღნიშნა უიტკოფმა.

ცნობისთვის, 14 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

ერთ-ერთ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უბრალოდ ტყუილი იყო, რომ უკრაინა ნატოში იქნებოდა, რადგან ათწლეულები გავიდა, ხოლო ქვეყანა ნატოს წევრი არ გამხდარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×