რეზონანსი
18.03.2025

გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. ასევე, დასუფთავდა წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია. შესაბამისი სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით განახორციელეს.

მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, ავტომობილების ნაწილები და ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი, ხელსაყრელი მომსახურებით.

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×