რეზონანსი
18.03.2025

გო­რის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერ­თხმად ცნო დამ­ნა­შა­ვედ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზღუ­დერ­ში მე­ზო­ბელს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

„პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წა­რად­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ადას­ტუ­რებ­და.

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ერ­თხმად ცნეს დამ­ნა­შა­ვედ. სა­სა­მარ­თლომ მათ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 და 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა",- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზღუ­დერ­ში 2024 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს მოხ­და - 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს - იმ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ახალ­გაზ­რდა, სკამ­ზე და­ა­ბეს, ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს".

შსს-მ მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა 1968 და 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ძმე­ბი ემ­ზარ და გუჯა მე­დოშ­ვი­ლე­ბი.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა დუ­მი­ლი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში და­არ­ღვი­ეს.

ერთ-ერთი ძმის ამ­ტკი­ცებ­და, მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მიზ­ნად არ ჰქო­ნია და­სა­ხუ­ლი. ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ 28 წლის ბიჭი თით­ქოს მას აე­დევ­ნა და ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა. მისი თქმით, მხა­რე­ებს ად­რეც ჰქო­ნი­ათ კონ­ფლიქ­ტი.

„ქირ­ქი­ლით გა­მო­მიყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ვუხ­სნი­დი - მთვრა­ლი ვარ, შე­მეშ­ვი მეთ­ქი. ერთი ჭიქა ავი­ღე ოჯახ­ში, ვთქვი, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. წა­მო­ვე­დი და უკან მომ­ყვე­ბო­და. აშ­კა­რად ვუ­ყუ­რებ და მან­ძილს ამ­ცი­რებს. 150 მეტ­რი გა­ვი­ა­რე... და­გეგ­მი­ლი არ მქონ­და, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად გა­ვიხ­სე­ნე შარ­შან­დე­ლი ამ­ბე­ბიც," - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×