
გელა უძილაური ბრალის წარდგენის მოლოდინშია - "პირველების" ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას დღეს, სავარაუდოდ 15:00 საათზე გააცნობენ.
მასთან დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ შევიდა სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი. უფლებადამცველის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
გუშინ შევხდი, სანამ იზოლატორში შესახლებენ. კომუნიკაცია გვქონდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, რაშიც მონაწილეობა მიიღო. არაფერზე უარი არ განუცხადებია. ჩვენებაც მისცა და ამ დროისთვის იყენებს დუმილის უფლებას. გაოგნებული იყო, უშუალოდ კომუნიკაცია არ მქონია, უნდა შევხდე ახლა პირისპირ. საგამოძებო მოქმედებები ჩატარდა მასთან, ჩვეულებრივად მიიღო მონაწილეობა", - ამბობს ადვოკატი.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.
პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ყოფილი სპეცრაზმელი, გელა უძილაური 17 მარტს დააკავა. უძლაურს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.