რეზონანსი
18.03.2025

ეს ფონდები იყო მაცოცხლებელი იმ აგრესიული, დესტრუქციული პროცესებისა, რაც თბილისის ქუჩებში ვითარდებოდა, - განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება სამართლიანია.

„იყო იმ პოტენციურად დანაშაულის ჩამდენი ადამიანების წახალისება და ასე ვთქვათ ხელშეწყობა დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი ჰპირდებოდნენ მათ ჯარიმების გადახდას და სხვა ფულად კომპენსაციებს. ცხადი ეს არის პირდაპირი მოწოდება, ხელშეწყობა და წახალისება დანაშაულისა, ამიტომ აბსოლუტურად სამართლიანად მიგვაჩნია ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×