რეზონანსი
17.03.2025

არავითარ საექსპერტო დასკვნებს ისინი არ წერდნენ, არავის ეხმარებოდნენ, პირიქით, ცდილობდნენ გადაწყვეტილების მიღებას წინ აღსდგომოდნენ და ხელი შეეშალათ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა გარკვეულწილად თავს მოხვეული იყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები სავალდებულოდ მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც არაფრით შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელებაც კი მეტყველებს იმაზე, რომ სახელისუფლებო ფუნქციები არ უნდა გასწიოს. ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ დესტრუქციულ როლს ასრულებდნენ. არავითარ საექსპერტო დასკვნებს ისინი არ წერდნენ, არავის ეხმარებოდნენ, პირიქით, ცდილობდნენ გადაწყვეტილების მიღებას წინ აღსდგომოდნენ და ხელი შეეშალათ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს, რომლებიც მედია რეგულაციებს შეეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×