რეზონანსი
17.03.2025

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი  სასამართლომ დამნაშავედ ცნო და   344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, 4,5 წელი მიუსაჯა. 

მოსამართლემ გამოიყენა შეკრებითობის პრინციპი და სასჯელს დაუმატა 12 მარტის განაჩენი  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილს დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის სურვილი ჰქონდა, თუმცა მას უარი უთხრეს, ადვოკატებისთვის მიზეზი უცნობია. მიხეილ სააკაშვილი პროცესს არც კლინიკა "ვივა მედიდან" დისტანციურად არ ჩაერთო. 

მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის  344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

შეგახსენებთ,  სასამართლომ 12 მარტს, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×