რეზონანსი
17.03.2025

უკრაინას ტერიტორიების დათმობა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მოუწევს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაც, რასაც არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ალიანსის წევრი რამდენიმე ქვეყანაც იზიარებს.

„მოდით, ასე ვთქვათ, ტერიტორიები უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, რომელსაც უკრაინა მიიღებს. რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხს, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ამ პოზიციას იზიარებს არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ რამდენიმე სხვა ქვეყანაც“, - თქვა უოლცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×