რეზონანსი
16.03.2025

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დანიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე ანატოლი ბარგილევიჩი ჩაანაცვლა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

„მას აქვს 27 წელზე მეტი ხნის სამხედრო გამოცდილება, მეთაურობდა საზღვაო ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის "აღმოსავლეთის" ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს", - აღნიშნავს უმეროვი.

ამასთან, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბარგილევიჩი კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად დაინიშნა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ამოცანაა, სამხედრო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სამხედრო დისციპლინის გაძლიერება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×