რეზონანსი
16.03.2025

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, კაცი პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ავტომობილით მოძრაობის დროს გააჩერა. შსს-ს წარმომადგენლებმა მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას ჩხრეკა ჩაუტარეს და მანქანიდან ხელყუმბარა ამოიღეს.

პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

დამატებითი დეტალები მომხდართან დაკავშირებით უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×