რეზონანსი
15.03.2025

„მათ იციან, რომ დამარცხდებიან. მათ იციან, რომ ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანა მეტად ვეღარ მოხერხდება, თითქოს ისინი დამოუკიდებელი, ცალ-ცალკე ორგანიზაციები არიან, რომლებიც თვითონ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც ამბობენ, რომ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ რეალურად, 4 ნაწილად გაყოფილი ოპოზიცია ერთი - „გლობალური, აგენტურული ქსელის" შემადგენელი ნაწილია.

„ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ეს არის იმ გლობალური ქსელის ადგილობრივი ფილიალები, რომელთაც საერთო პატრონი ჰყავს. დაინახა უკვე ქართველმა ხალხმა, რომ ეს იყო მოჩვენებითი გაყოფა ოთხ ნაწილად, ერთი - გლობალური, აგენტურული ქსელისა," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×