რეზონანსი
15.03.2025

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ყვებიან, რომ ცხრა გასროლის ხმა გაიგეს. მკვლელობის ადგილზე ნახეს ერთი მოკლული მამაკაცი და მისი თანმხლები პირი, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი და დახმარება აღმოუჩინეს. დაჭრილი საკუთარი ფეხით გადაადგილდებოდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება დამნაშავეს, თვითმხილველები ამბობენ, რომ ვერ დაინახეს, როგორ მიიმალა თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან, ან რით გადაადგილდებოდა.

ადგილზე მოკლულის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან, რომლებმაც "პირველ არხს" განუცხადეს, რომ მოკლული 58 წლის ბიზნესმენია, რომელსაც ბიზნესი საზღვარგარეთ ჰქონდა. ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ ექსპერტიზაზე.

ჭავჭავაძის გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია. ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×