რეზონანსი
13.03.2025

„ISFED-ს არ უნდოდა ლეგიტიმაცია მიეცა ლეგიტიმურად ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამიტომ, პარალელური გამოკითხვის შედეგები დამალა, თუმცა, ბუნებრივია, პროკურატურას ვერ დაემალებოდნენ“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება.

„გულწრფელად მიმაჩნია, რომ პროკურატურა პირველივე დღეს, როდესაც ISFED-მა საჭირო მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყო, სასამართლოს განჩინებით უნდა შესულიყო და ყველა დოკუმენტაცია, როგორც ციფრული სახით შენახული, ისე - ქაღალდზე გადატანილი, უნდა ამოეღო, რათა რაიმე დოკუმენტაცია არ გამქრალიყო, რასაც, ბუნებრივია, ყოველთვის ველოდები ისეთი თაღლითი ორგანიზაციისგან, როგორიც „უსამართლო არჩევნებია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×