რეზონანსი
19.02.2025

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა.

კელოგი დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„ჩვენ მოვუსმენთ მათ. მზად ვართ, მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები შეერთებულ შტატებში, დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გავიგეთ", - განაცხადა კელოგმა.

ამასთან, კელოგი აცხადებს, რომ სჯერა, ომი არ დაიწყებოდა, ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

„ტრამპს ესმის, რომ ხალხი იტანჯება, ხვდება, როგორი ნგრევაა. გვინდა, რომ ეს დასრულდეს", - განაცხადა კელოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×