რეზონანსი
18.02.2025

 მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, - ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„უკრაინის გაწევრიანება ნატოში ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს მთელი ევროპისთვის", - აღნიშნა დიპლომატმა.

ამავდროულად, ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კიევის ნატოში მიღებაზე უარის თქმა ახლა საკმარისი არ არის".

„ალიანსმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირებები უნდა უარყოს, რომელიც მომავალში უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების გარანტიას უზრუნველყოფდა", - დასძინა ზახაროვამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×