რეზონანსი
18.02.2025

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის ოთხსაათნახევრიანი მოლაპარაკებები დასრულდა. თუმცა,  ტრამპისა და პუტინის შეხვედრის თარიღი უცნობი დარჩა. როგორც მედია წერს,  პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ - "ძნელია ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახელება". შესაბამისად, ეს შეხვედრა მომავალ კვირას სავარაუდოდ, არ გაიმართება.

უშაკოვის თქმით, "რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციას ჰქონდა ძალიან სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე", თუმცა, ჯერ კიდევ რთულია საუბარი მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების დაახლოებაზე - „იყო ძალიან სერიოზული საუბარი ყველა იმ საკითხზე, რისი დაყენებაც გვინდოდა" - თქვა პუტინის წარმომადგენელმა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. 

შეხვედრაზე არ იმყოფებოდა უკრაინული მხარე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×