რეზონანსი
17.02.2025

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპამ და აშშ-მ ყოველთვის ერთად უნდა იმოქმედონ. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოებისა და მოვალეობების განაწილება არ უნდა იყოს. ნატო ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვმოქმედებთ და ვიზიარებთ რისკებს, რითაც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. ეს ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ საუბარი ნაადრევია.

„მსგავსი წინადადებები სპეკულაციურია, სამშვიდობო მოლაპარაკებებს წინ უსწრებს და უაღრესად უადგილოა", - აღნიშნა შოლცმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×