რეზონანსი
13.02.2025

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.

"ჩვენ საუდის არაბეთში შევხვდებით". - განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში. მანამდე, ტრამპმა დაწერა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და მასთან შეთანხმდა, რომ მყისიერად დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება პრაქტიკული არ არის. ამასთანავე,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ყველა ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებს, თუმცა დაამატა, რომ ტერიტორიების "რაღაც ნაწილს" უკრაინა დაიბრუნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×