რეზონანსი
13.02.2025

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინა ჩრდილოეთ კორეას შეადარა, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის კიმ ჩენ ზე უწოდა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო! იცით, სანამ აქ სხდომას ვატარებდით, ლიბერტარიანობამ უკრაინა ჩრდილოეთ კორეად გადააქცია. შეხედეთ თავად, რა გვაქვს. საზღვრები დაკეტილია, ყველა ტელეარხი ხელისუფლების მიერაა კონტროლირებადი, გვყავს ბელადი კიმ ჩენ ზე“, - თქვა გონჩარენკომ.

სიტყვით გამოსვლისას მან ირონიულად შესთავაზა დეპუტატებს მეცნიერული კომუნიზმის მსგავსად მეცნიერული ზელენიზმის კათედრის დაარსება. გარდა ამისა, უკრაინელი დეპუტატის მტკიცებით, უკრაინაში სამხედრო კომუნიზმიც არის.

დეპუტატის თქმით, უკრაინის ხელისუფლება კერძო საკუთრებას პატივს არ სცემს და დაკავებულია იმით, რომ მეწარმეების წინააღმდეგ სანქციები შემოაქვს და მათ ქონებას ძარცვავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×