რეზონანსი
12.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. მანამდე სატელეფონო საუბარი ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შედგა.

ზელენსკი წერს, რომ ტრამპმა პუტინთან საუბრის შესახებ მოუყვა.

"არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს მომავალ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და გრძელვადიანი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, "მოდით, ეს დავასრულოთ", - წერს ზელენსკი.

მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად "დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს". მისივე განცხადებით, საუბარი "ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული" იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×