რეზონანსი
12.02.2025

12 თებერვალს, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა. როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, ქალი კლინიკაში მისვლიდან რამდენიმე წუთში გახდა ცუდად, იქამდე ვიდრე სტომატოლოგიური მომსახურება ჩაუტარდებოდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

 გამოძიება სსკ–ის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება  ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი.

სამხრეთის კარიბჭე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×