რეზონანსი
12.02.2025

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. მისი თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალაქეების გვამებისა და უკრაინის დანგრევის ხარჯზე, აღნიშნულმა ევროპარლამენტარებმა კი, ისინი გმირებად გამოაცხადეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო დემოკრატიის მტრად აცხადებენ.

„ევროპარლამენტარები იმსჯელებენ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზეო...

ესენი ხომ იცით, რომლები არიან?

ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, კაპიტალი დააგროვა, საკუთარი მოქალაქეების გვამების, უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად რომ გამოაცხადეს...

ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის, ყველაფერი დათმო, ყოველდღიურად ავიწროებენ, ემუქრებიან, საკუთარი კაპიტალზე წვდომა შეუზღუდეს, მაგრამ პოზიციას არასდროს შეიცვლის, საკუთარ კეთილდღეობას, ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და დემოკრატიის მტრად აცხადებენ...

მოკლედ, ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ ეკრანიზაციას აწყობენ, ჯორჯ სოროსის „პროდიუსინგით“, - წერს ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×