რეზონანსი
12.02.2025

დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს.

"მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს უკრაინაა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.

უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: "მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×