რეზონანსი
11.02.2025

 ჩვე­ნი მთა­ვა­რი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს, რომ არ და­ვუშ­ვათ "მა­იდ­ნის" გა­მე­ო­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და არ და­ვუშ­ვათ, რაც მთა­ვა­რია, "მე­ო­რე ფრონ­ტის" გახ­სნა, რაც ასე უნ­დო­დათ კონ­კრე­ტულ სუ­ბი­ექ­ტებს და რო­გორც ჩანს, უნ­დათ დღემ­დე", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დუ­ბა­ი­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია არ მოხ­დე­ბა.

"ჩვენ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, რომ არ უნდა და­ვუშ­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია, რო­დე­საც ამ ფონ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ "მა­იდ­ნის" სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ეს სა­ინ­ტე­რე­სო ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. არც მა­ი­და­ნი არ მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ მოხ­დე­ბა უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია. ხე­დავთ, რა მო­უ­ტა­ნა ჩვენს მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას, უკ­რა­ი­ნას რე­ვო­ლუ­ცი­ამ, მა­ი­დან­მა და შემ­დეგ ომმა, რო­მე­ლიც მოყ­ვა ამ პრო­ცე­სებს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს, რომ არ და­ვუშ­ვათ "მა­იდ­ნის" გა­მე­ო­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და არ და­ვუშ­ვათ, რაც მთა­ვა­რია, მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა, რაც ასე უნ­დო­დათ კონ­კრე­ტულ სუ­ბი­ექ­ტებს და რო­გორც ჩანს, უნ­დათ დღემ­დე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×