რეზონანსი
11.02.2025

ფაქტობრივად, თვითმმართველობის არჩევნების გადადების მოთხოვნა იმის აღიარებაა, რომ დღეს, ქართულ პოლიტიკურ თუ საარჩევნო სივრცეში ყველაზე გავლენიანი აქტორი „ქართული ოცნებაა“, რომელსაც ოპონენტი არ ჰყავს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების გადადებას ითხოვენ, რადგან წინასწარ იციან, რა შედეგი დადგება 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებზე.

„შეიძლება, ეს აღიარონ ან არა, მაგრამ მათგან განსხვავებით არ ვაპირებთ, რომ მუდმივ პოლიტიკურ ბურუსსა და გაუგებრობაში ვამყოფოთ ქვეყანა. თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში შედგება. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა, როცა უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ არჩევნების გადადებას ითხოვ. ეს ყველაფერი თავად კონგრესის რეპუტაციას ურტყამს და აზარალებს, რაც ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი ამოცანაა, მათთან ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო, რომელშიც ნათქვამია: „მომდევნო ადგილობრივი არჩევნები დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბერში, პოლიტიკურ გარემოში არსებითი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა იქნეს გადადებული“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×