რეზონანსი
11.02.2025

პარლამენტის ჯებირის დაზიანების საქმეზე ბრალდებულებმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. საქმე ეხება ცნობილ კადრებს, რომელიც პირდაპირ ეთერშიც კი გადაიცემოდა. 

ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება 20 იანვარს გაუფორმდათ. შეთანხმების მიხედვით, ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნივთის ჯგუფურად დაზიანებაში, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წლის და 6 თვის გატარება მოუწევთ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვლებათ პირობით მსჯავრად.

საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს. შესაბამისად, მათი პატიმრობის ათვლა ამ დღიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, მსჯავრდადებულები პენიტენციურ დაწესებულებას დაახლოებით 10 თვეში დატოვებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×