რეზონანსი
11.02.2025

ლაშა გაბიტაშვილმა ხელწერილის საფუძველზე საავადმყოფო დატოვა. ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს. როგორც მან კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი თავდასხმა იყოს აბუ-დაბის თავდასხმის გაგრძელება: 

"ეს არის აბუ- დაბის გაგრძელება. უბრალოდ, ეს პერსონალურად იმ ხალხის, ვინც ჩემთან ერთად კაპეზეზე იყვნენ, არ მგონია. უფრო ეს არის რეჟიმის პასუხი ყველა ისეთი ადამიანის მიმართ, რომ დაიცვან თავიანთი რეჟიმის წევრები და დააშინონ მეორეს მხრივ, ადამიანების, რომ თუ რამეს გაბედავ, რომელიც ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ მოსაკითხად მივედი აბუ დაბიში დეპუტატებთან, რომ მიმდინარე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აეღოთ და მეკითხა თუ რა იქნებოდა, შესაბამისად, ახლა რეჟიმი ცდილობს, დააშინოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ასეთი შეკითხვები გაუჩნდება. ეს ყველაფერი ზეწოლაა, უნდათ, ხალხი გატეხონ, რომ არ გავიდნენ აქციებზე. გამოძიების იმედი, როგორც წინა შემთხვევებიდან, სხვადასხვა ქეისებიდან გამომდინარე არ იყო შედეგი, ახლაც არ ველოდები შედეგს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე პროცედურულად მივყვები, - ამბობს გაბიტაშვილი.  

ლაშა გაბიტაშვილს საკუთარ სახლთან, უზნაძის ქუჩაზე სამი ნიღბიანი პირი დღეს დილით დაესხა თავს. მას ტვინის შერყევა აქვს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×