რეზონანსი
11.02.2025

"გალტ & თაგარტის" კვლევის მიხედვით, 2024 წელს თბილისში 3.1 მილიარდი დოლარის ღირებულების 40 346 ბინა გაიყიდა, მათ შორის ყველაზე მეტი (7 924) - დიდ დიღომში, მეორე ადგილს 6 368 გაყიდული ბინით საბურთალო იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა სამგორი - 5 613 ბინით.

2024 წელს 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა საცხოვრებელ პროექტებზე, 1.8 მლნ მ2საერთო საცხოვრებელი ფართით, ისევე როგორც გაყიდვების მიხედვით,  2024 წელს გაცემული ნებართვების მიხედვითაც სამეულში საბურთალო (ჯამურის 23%), დიდი დიღომი (18%) და სამგორია (17%).

"გალტ & თაგარტის" მიერ შერჩეული დეველოპერების გამოკითხვის თანახმად 2024 წელს უძრავი ქონების მყიდველთა 79% საქართველოს მოქალაქე იყო, 2% - რუსეთის, 10% - ისრაელის და 9% სხვა ქვეყნების. 2023 წელთან შედარებით გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების მაჩვენებელი 6%-ით, რუსეთის შემცირებულია 4%-ით და საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელიც 4%-ით.

"გალტ & თაგარტის" კვლევის თანახმად დეკემბერში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროტესტის შედეგად გაყიდვები წლიურად 9.0%-ით შემცირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×