რეზონანსი
08.02.2025

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. 38 წლის გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ქურ­დო­ვა­ნი­ძეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

­კაცს ერთ ტყვია გულ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. რო­გორც მოკ­ლუ­ლის მამა ჰყვე­ბა, მისი შვი­ლი გუ­შინ ღა­მის 2 სა­ათ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან, 4 სა­ათ­ზე კი შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ სო­ფელ ან­თოკ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ის ვა­რა­უ­დობს, რომ ქურ­დო­ვა­ნი­ძემ მისი შვი­ლი მან­ქა­ნა­ში მოკ­ლა და შემ­დეგ ცხე­და­რი სო­ფელ­ში და­ტო­ვა.

"სახ­ლი­დან გა­ვი­და 2 სა­ათ­ზე და ალ­ბათ მა­ლე­ვე შეხ­ვდა მკვლელს. მე გა­ვი­გე 4 სა­ათ­ზე, ჩემ­მა ძმამ და­მი­რე­კა და შე­მა­ტყო­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. ავ­ტო­მო­ბილ­ში მო­უკ­ლავს და მერე მან­ქა­ნი­დან გა­და­აგ­დოო, ასე თქვეს. დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტად არ ვიცი. სა­გა­რე­ჯო­ში ჩა­ის­ვა მან­ქა­ნა­ში მკვლელ­მა, არ ვიცი სად მოკ­ლა, რა მოხ­და. შე­იძ­ლე­ბა აქვე მოკ­ლა და სო­ფელ­ში ჩა­მო­აგ­დო.

მკვლე­ლი გი­ორ­გი ქურ­დო­ვა­ნი­ძეა, ბავ­შვო­ბა­ში მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მოკ­ლუ­ლი მწყემსმა იპო­ვა. ერთი ტყვია აქვს გულ­ში მოხ­ვედ­რი­ლი. მო­ტი­ვი რა არის არ ვიცი. ალ­ბათ ძა­ლი­ან დიდი უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ, სა­ვა­რა­უ­დოდ ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა. მა­გას პო­ლი­ცია გა­არ­კვევს" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის მამა.

მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი "მაბებთან" ჰყვე­ბა, რომ ქურ­დო­ვა­ნი­ძე­სა და ფე­იქ­რიშ­ვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ნამ­დვი­ლად იყო და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მა­თაც ჰქონ­დათ.

"უთან­ხმო­ე­ბა იყო. ჩვენ რომ გავ­ყო­ლო­დით ასე­თი რამ არ მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ჩვენს გა­რე­შე წა­ვი­და. ჰქონ­და ბი­ჭებ­თან კონ­ფლიქ­ტი და ვამ­შვი­დებ­დით, რომ ამ დო­ნემ­დე არ მი­სუ­ლი­ყო. გვერ­დზე ქუ­ჩა­ზე გი­ორ­გის მან­ქა­ნა იდგა დიდ­ხანს, მან­ქა­ნა იყო ცუ­დად გა­ჩე­რე­ბუ­ლი, გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი რა­ტომ დგას მან­ქა­ნა ასეო. დაგ­ვი­რე­კეს შემ­დეგ ჩვენ და გა­ვი­გეთ ეს ამ­ბა­ვი" - ჰყვე­ბა მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი.

ambebi.ge

ფო­ტო­ზე: გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი და მამა, სოსო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×