რეზონანსი
08.02.2025

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის უარზე შეშფოთებას გამოხატავს. საბჭოს პრესსამსახურის განცხადების თანახმად, 3 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.

აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 20 დეკემბერს ბერსეს თბილისში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. 20 იანვარს ევროპის საბჭოს სამდივნომ წერილი გააგზავნა, რომელშიც ოფიციალურად მოითხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა. აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

განცხადების თანახმად, ორშაბათს, 3 თებერვალს სატელეფონო საუბრის დროს, კობახიძემ განაცხადა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" საქართველოს მთავრობას აღარ სურს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული.

"გენერალურმა მდივანმა დიდი შეშფოთებით აღნიშნა საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილება. მან ასევე თავისი შეშფოთება გაიმეორა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციაზე. ახლა მიზანი ახალი ვითარების გავლენის შეფასებაა, რომლებიც მთავრობის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. საქართველოს ოფიციალურ პირებთან დიალოგი მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×