რეზონანსი
08.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირას, შესაძლოა,ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები და, სავარაუდოდ, ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან. მსურს, რომ ეს ომი დასრულდეს," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად შედგება შეხვედრა უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იქნება ვაშინგტონში, რადგან ის არ აპირებს კიევში ჩასვლას.

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის დასრულება ერთ-ერთი მთავარი მიზეზის გამო სურს და ეს მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს კლავენ.

"800 ან 900 ათასი რუსი სამხედროა, რომლებიც დაიღუპნენ და ძალიან მძიმედ დაიჭრნენ. იგივეა უკრაინაშიც. დაახლოებით 700 ათასია უკრაინაში. ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ განვიხილავთ პრეზიდენტ ზელენსკისთან, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ჩვენ ასევე ვითხოვთ პრეზიდენტ ზელენსკისგან, უზრუნველყოს ამ ფულის სათანადოდ მოხმარება,"- აცცხადებს ტრამპი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×