რეზონანსი
07.02.2025

პოლონეთი ქვეყნიდან იმ უცხოელების სისტემატურ დეპორტაციას დაიწყებს, რომლებსაც კანონი აქვთ დარღვეული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. 

მისი თქმით, შესაბამისი განკარგულება უკვე მისცა პოლონეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. 

„თხოვნით მივმართე შინაგან საქმეთა, ადმინისტრაციისა და იუსტიციის მინისტრებს, სწრაფად მოამზადონ და წარმოადგინონ გეგმა უცხოელთა მიერ ჩადენილ ორგანიზებულ და ძალადობრივ დანაშაულებზე დაუყოვნებელი რეაგირების თაობაზე. ვინც პოლონეთს ეწვევა, ისარგებლებს ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ხოლო თუ უხეშად დაარღვევს კანონს, პოლონეთიდან დეპორტირებული იქნება“, - ციტირებს ტუსკის სიტყვებს ადგილობრივი გამოცემა PAP.

დონალდ ტუსკის თქმით, მსგავსი ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნება აცილებული არალეგალური მიგრაცია.

მისივე თქმით, მისი ქვეყანა განსაკუთრებულ სიტუაციაშია, კერძოდ, პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების ნაკადის გამო და ასევე, იმის გამო, რომ „პოლონეთმა თავისი საზღვრები გახსნა უკრაინიდან 2 მილიონი ლტოლვილისთვის“.

„თუ ევროპაში ვინმე ფიქრობს, რომ თავის თავზე სხვა ტვირთი უნდა აიღოს, მაშინ, მათ ვეტყვი, რომ პოლონეთი ამას არ გააკეთებს“, - ამბობს ქვეყნის პრემიერი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×